22:15 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-17 10:04:25, 655 ნახვა

მსოფლიო
IDF - ალ-შიფას საავადმყოფოს ტერიტორიაზე „ჰამასის“ გვირაბი აღმოვაჩინეთ [ვიდეო]

ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) განცხადებით, ღაზას სექტორში, ალ-შიფას საავადმყოფოს შენობაში "ჰამასის“ ოპერაციული გვირაბის შახტი აღმოაჩინეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას The Times Of Israel-ი ავრცელებს.

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, საავადმყოფოს ტერიტორიაზე აღმოაჩინენილია ასევე მანქანა, რომელშიც დიდი რაოდენობით იარაღი და საბრძოლო მასალა იყო.

"ალ- შიფას ჰოსპიტალში IDF-ის ჯარებმა ოპერატიული გვირაბის შახტი და მანქანა აღმოაჩინეს, რომელშიც დიდი რაოდენობით იარაღი და საბრძოლო მასალა იყო“, - აცხადებენ ისრაელის თავდაცვის ძალებში.

ამასთან, როგორც The Times Of Israel-ი წერს, „ჰამასი“ აღნიშნულ ინფორმაციას უარყოფს და მას ალ-შიფას სამედიცინო კომპლექსის შესახებ "ცრუ სცენარების, შეთითხნილი ნარატივებისა და დამახინჯებული ინფორმაციის" გავრცელებაში ადანაშაულებს.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 16 ნოემბერს, ისრაელის თავდაცვის ძალებმა X-ზე [ყოფილ Twitter-ზე] გამოაქვეყნეს ფოტო და ვიდეომასალა, სადაც მათი განცხადებით, ღაზას სექტორში მდებარე ალ-შიფას საავადმყოფოს სამკურნალო ზონებში აღმოჩენილი აღჭურვილობაა აღბეჭდილი.

აღსანიშნავია ასევე, რომ 15 ნოემბერს, ისრაელის არმიამ ალ-შიფას საავადმყოფოში რეიდი დაიწყო.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics