|
2023-11-16 11:42:39, 1348 ნახვა
რეგიონი
ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მახუნცეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის ტრენინგი გაიმართა
16 ნოემბერი "ტოლერანტობის საერთაშორისო დღეა". ქედის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის "გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის მიზნობრივი პროგრამის" ფარგლებში, ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მახუნცეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის ტრენინგი გაიმართა, რომელსაც დაბა ქედის საჯარო სკოლის თვითმმართველობის თავმჯდომარე დათუნა ბერიძე უძღვებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას ქედის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, შეხვედრის მიზანია, მოზარდებში ტოლერანტული დამოკიდებულებების ჩამოყალიბების ხელშეწყობა, განსხვავებული აზრის, კულტურის, სამყაროს ხედვის აღიარება, რომ ადამიანები განსხვავდებიან ერთმანეთისაგან, მაგრამ თანასწორნი არიან. "შეხვედრა ახალგაზრდებისთვის საინტერესოდ წარიმართა. ისინი უშუალოდ ჩაერთნენ დისკუსიებში, დააფიქსირეს საკუთარი შეხედულებები თემის ირგვლივ, განიხილეს ფილმები და მაგალითები. შეხვედრის დასასრულს მოსწავლეებს ფასიანი საჩუქრები გადაეცათ",- ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)