22:15 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-16 10:43:26, 990 ნახვა

მსოფლიო
აშშ-ის სენატმა მიიღო დროებითი ბიუჯეტის კანონპროექტი, რომელიც ისრაელის ან უკრაინისთვის დამატებით დახმარებას არ ითვალისწინებს

ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა, მთავრობის მუშაობის შეჩერების თავიდან ასაცილებლად, დროებითი ბიუჯეტის კანონპროექტი მიიღო, რომელიც ისრაელის ან უკრაინისთვის დამატებით დახმარებას არ ითვალისწინებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

CNN-ის ცნობით, კანონპროექტი, რომელიც მანამდე წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა, სენატმა 87 ხმით 11 წინააღმდეგ მიიღო, რის შემდეგაც ის ხელმოსაწერად აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს გადაეგზავნა.

გამოცემის ცნობითვე, ორსაფეხურიანი გეგმა ითვალისწინებს დაფინანსების 19 იანვრამდე გაგრძელებას სხვადასხვა პრიორიტეტისთვის, რომელთა შორისაა სამხედრო მშენებლობა, ტრანსპორტი, საცხოვრებელი და ენერგეტიკის დეპარტამენტი. დანარჩენი სფეროები კი, რომელსაც გეგმის მეორე საფეხური მოიცავს, 2 თებერვლამდე დაფინანსდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics