|
2023-11-15 17:12:19, 591 ნახვა
საზოგადოება
ლაშა ხუციშვილი - დევნილთა განსახლების პროგრამის გაზრდილი დაფინანსება შენარჩუნებულია 2024 წელსაც
ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის განცხადებით, დევნილთა განსახლების ტემპის დაჩქარების მიზნით, გასული წლის ბოლოს მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, მიმდინარე წელს დაიწყო 7 ათას ბინაზე გათვლილი დევნილთა საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობა. მისი თქმით, აღნიშნული პროექტის გათვალისწინებით, დევნილთა განსახლების პროგრამის ბიუჯეტი მიმდინარე წელს გაორმაგდა და შეადგენს 230 მილიონ ლარს. "გაზრდილი დაფინანსება შენარჩუნებულია 2024 წელსაც. გარდა ამისა, გრძელდება „სოფლად სახლის" პროგრამის ფარგლებში, იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის სახლების შესყიდვა. ჯამში, სამი წლის განმავლობაში დაგეგმილია 13 ათასი დევნილი ოჯახის საცხოვრებლის მშენებლობა/შესყიდვა; ეკომიგრანტთა მხარდაჭერის მიზნით, გამოყოფილია 8,0 მლნ ლარი. ჯამში, 2024 წლის ბიუჯეტში სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით მიიმართება 8,6 მილიარდ ლარზე მეტი", - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)