|
2023-11-15 15:41:06, 499 ნახვა
საზოგადოება
შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენელთან შეხვედრა გამართა
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელმა, ლევან კაკავამ საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) ექსპერტთან, თინა თაამთან სამუშაო შეხვედრა გამართა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, შეხვედრის ფარგლებში, შემოსავლების სამსახურის უფროსმა ხაზი გაუსვა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან პარტნიორობის მნიშვნელობას და იმედი გამოთქვა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ექსპერტების მიერ შემუშავებული რეკომენდაციები ხელს უწყობს საგადასახადო ადმინისტრაციის შესაძლებლობების განვითარებას. "ამასთან, საუბარი შეეხო ტექნიკური დახმარების პროექტის ფარგლებში, ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების მიმართულებით მიღწეულ შედეგებს და მომავალი თანამშრომლობის გაძლიერების პერსპექტივებს. შეხვედრის დასასრულს, შემოსავლების სამსახურის უფროსმა მადლობა გადაუხადა თინა თაამს თანამშრომლობისთვის და წარმატებები უსურვა დაგეგმილ შეხვედრებში. საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლის ვიზიტი ორი კვირა გაგრძელდება და ამ დროის განმავლობაში, ის შემოსავლების სამსახურის სხვადასხვა დეპარტამენტის წარმომადგენლებთან სამუშაო ფორმატში შეხვედრებს გამართავს. უწყებაში გამართულ შეხვედრას, ესწრებოდნენ საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი სამსონ ურიდია და შემოსავლების სამსახურის უფროსის მრჩეველი თამარ გაბრუაშვილი", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)