|
2023-11-15 13:31:27, 634 ნახვა
საზოგადოება
მცენარეთა დაცვის დარგის განვითარების საკითხები სამეთვალყურეო საბჭოს შეხვედრაზე განიხილეს
მცენარეთა დაცვის დარგის განვითარების საკითხები სამეთვალყურეო საბჭოს შეხვედრაზე განიხილეს. ამის შესახებ ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, აღნიშნული საბჭო USDA-ის მხარდაჭერით შეიქმნა და აერთიანებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამის სამსახურებს და სამინისტროში შემავალ უწყებებს - სურსათის ეროვნულ სააგენტოს, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიას, სამეცნიერო-კვლევით ცენტრს, აგრეთვე, შემოსავლების სამსახურის საბაჟო სამსახურს, სამეცნიერო და კერძო სექტორსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს. "გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ სამეთვალყურეო საბჭოს რიგით მე-7 შეხვედრაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, კახა კაკაბაძემ ყურადღება დარგის განვითარების აუცილებლობასა და სოფლის მეურნეობაში მცენარეთა დაცვის სისტემების მნიშვნელობაზე გაამახვილა. შეხვედრის ფარგლებში, მცენარეთა დაცვის მიმართულებით განხორციელებული ღონისძიებებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრეს; მონაწილე მხარეებმა სურსათის ეროვნული სააგენტოს ფიტოსანიტარიული აქტივობები, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის გამოწვევები და დაგეგმილი სიახლეები, საბაჟო პუნქტებზე ფიტოსანიტარიული კონტროლის განახლებული წესები და რეგულაციები განიხილეს. სამუშაო ჯგუფების ხელმძღვანელებმა საქმიანობისა და DCFTA-ს ფარგლებში მცენარეთა დაცვის მიმართულებით შემუშავებული და სამომავლოდ დაგეგმილი რეგულაციების შესახებ ანგარიშები წარადგინეს",- ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)