|
2023-11-15 12:22:51, 595 ნახვა
საზოგადოება
თავდაცვა - სამინისტრო კერძო სექტორთან ინტენსიურ თანამშრომლობას აგრძელებს
თავდაცვის სამინისტრო სამხედრო მოსამსახურეებზე ზრუნვისა და დაფასების პოლიტიკის ფარგლებში კერძო სექტორთან თანამშრომლობას აფართოებს. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის უწყება ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, ამ მიზნით თავდაცვის სამინისტროს სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტი სხვადასხვა კომპანიასთან, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან აქტიურად თანამშრომლობს და მოლაპარაკებებს აწარმოებს. "თავდაცვის სამინისტროში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები კიდევ 11 ორგანიზაციასთან გაფორმდა. დოკუმენტებს ხელი საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გიორგი ბუბუნაურმა და ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მოაწერეს. მინისტრის მოადგილემ მათ ქართული ჯარის მხარდაჭერისა და პროდუქტიული თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. აღნიშნულ კომპანიებთან თანამშრომლობა სამხედრო მოსამსახურეებსა და მათი ოჯახის წევრებს, ასევე უწყებაში დასაქმებულ სამოქალაქო პირებს შემეცნებით-საგანმანათლებლო, სამკურნალო-სარეაბილიტაციო თუ სპორტულ-გამაჯანსაღებელ დაწესებულებებში უფასო და შეღავათიანი მომსახურებით სარგებლობის მრავალფეროვან შესაძლებლობას აძლევს",- ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)