|
2023-11-15 11:57:39, 570 ნახვა
საზოგადოება
დავით აღმაშენებლის ხეივნის მე-15 კილომეტრზე საფეხმავლო ხიდი მოეწყო
საბურთალოს რაიონში, დავით აღმაშენებლის ხეივნის მე-15 კილომეტრზე, მაღალაძეების ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე საფეხმავლო ხიდი მოეწყო, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, მანამდე ავარიულობის გამო საფეხმავლო ხიდზე გადაადგილება აკრძალული იყო. „აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებობდა ძველი საფეხმავლო ხიდი, რომელიც აბსოლუტურად უსარგებლო და სახიფათო იყო. განხორციელდა ზემოთ ხსნებული ხიდის დემონტაჟი, შენარჩუნდა მხოლოდ ბურჯები, რომელიც გამაგრდა, დამონტაჟდა ლითონის კონსტრუქცია და მოაჯირები; მოეწყო საფეხმავლო ბილიკები და გარე განათების ქსელი LED სანათებით. ასევე, მოწესრიგდა ხიდამდე მისასვლელი გზები. პირველად დაიგო ამ ტერიტორიაზე ასფალტი. დღეს უკვე შესაძლებელია მოსახლეობამ ისარგებლოს უსაფრთხო, მოწესრიგებული ინფრასტრუქტურით“, - განაცხადა კახა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)