|
2023-11-14 10:25:08, 648 ნახვა
საზოგადოება
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინო ნიუ-იორკში, ბუნებრივი ღვინოების საერთაშორისო გამოფენაზე იყო წარმოდგენილი
ქვევრის ღვინის 13 მწარმოებელი კომპანია და მარანი აშშ-ში, ქალაქ ნიუ-იორკში ბუნებრივი ღვინოების საერთაშორისო გამოფენაში ,,RAW Wine” (The Artisan Wine Fair) მონაწილეობდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, გამოფენაზე მოსულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, გასცნობოდნენ ქართული ღვინოებს, წარმოების უძველეს ტრადიციებს, ღვინის კულტურასა და ისტორიას. „ქართველი მეღვინეების განცხადებით, ქართული ღვინის მიმართ დიდი იყო ინტერესი როგორც ღვინის პროფესიონალების, ისე მომხმარებლების მხრიდან. პოტენციური იმპორტიორების მოძიებისა და ექსპორტის ზრდის შესაძლებლობის გათვალისწინებით, ქართული ღვინის წარდგენა აშშ-ში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ვინაიდან ამერიკა ქართული ღვინის ერთ-ერთ სტრატეგიულ საექსპორტო ბაზარს წარმოადგენს. გამოფენაზე ,,RAW Wine” მაღალი ხარისხის ბუნებრივი და ბიოდინამიური ღვინოების მწარმოებლები იკრიბებიან. გამოფენის ორგანიზატორი ცნობილი ღვინის მაგისტრი საფრანგეთიდან იზაბელ ლეგერონია“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)