|
2023-11-11 14:46:26, 984 ნახვა
საზოგადოება
ჯაღმაიძე გინტურზე - წინასწარ ვთქვი, რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს, დაუფიქრებელ ნაბიჯებს - ვწუხვარ, რომ ამ კაცს ეს საფრთხე ვერ ავარიდეთ
ეს არის ერთ-ერთი იმ ბევრი, გულანთებული ადამიანიდან, რომლის გაფრთხილებასაც მე ვცდილობდი. წინასწარ ვთქვი, რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს, დაუფიქრებელ ნაბიჯებს, - ამის შესახებ დეკანოზმა, ანდრია ჯაღმაიძემ საოკუპაციო ძალების მიერ მოკლულ თამაზ გინტურზე საუბრისას განაცხადა. ჯაღმაიძის თქმით, საქართველოს ტერიტორიების უსამართლო ოკუპაციას არა ერთი ასეთი ტრაგედია მოჰყვა. „საქართველოს ტერიტორიების უსამართლო ოკუპაციას არა ერთი ასეთი ტრაგედია მოჰყვა. ასეთი ვაჟკაცი ადამიანები მას ასე იოლად ვერ აიტანენ. ღმერთმა გვიმრავლოს ასეთები. ბევრი გვყავს. ჩვენ ვერ გავუფრთხილდით ასეთ ხალხს. ეს არის ერთ-ერთი იმ ბევრი, გულანთებული ადამიანიდან, რომლის გაფრთხილებასაც მე ვცდილობდი. წინასწარ ვთქვი, რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს, დაუფიქრებელ ნაბიჯებს. ძალიან ვწუხვარ, რომ ვერ ავარიდეთ ამ კაცს ეს საფრთხე“, - განაცხადა ჯაღმაიძემ. ცნობისთვის, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს და ლევან დოთიაშვილი უკანონოდ დააკავეს. უკანონო პატიმრობაში მყოფი დოთიაშვილი 9 ნოემბერს გაათავისუფლეს. თამაზ გინტურს დღეს, 11 ნოემბერს დაკრძალავენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)