|
2023-11-11 13:28:15, 731 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი და თურქეთის იუსტიციის აკადემიათანამშრომლობის ახალ ეტაპს იწყებენ
საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი და თურქეთის იუსტიციის აკადემია თანამშრომლობის ახალ ეტაპს იწყებენ. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მხარეები შეიმუშავებენ ერთობლივ სასწავლო ღონისძიებებს, რომელთა მიზანი იუსტიციის თანამშრომელთა პროფესიული ცოდნისა და უნარების გაუმჯობესება იქნება. შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერეს იუსტიციის სასწავლო ცენტრის დირექტორმა ვახტანგ ჟვანიამ და თურქეთის იუსტიციის აკადემიის პრეზიდენტმა მუჰითინ ოზდემირმა. "თურქეთში ვიზიტის ფარგლებში, ვახტანგ ჟვანია თურქეთის იუსტიციის მინისტრის მოადგილე ჰასან ილმაზსაც შეხვდა. მხარეები სასწავლო მიმართულებით არსებული თანამშრომლობის შემდგომ განვითარებაზე შეთანხმდნენ. ასევე, ოფიციალური შეხვედრები გაიმართა თურქეთის პენიტენციური და პრობაციის დაწესებულებებისა და საპატიმროების თანამშრომელთა სასწავლო ცენტრის დირექტორთან, თურქეთის უზენაესი სასამართლოს პრეზიდენტის პირველ მოადგილესთან, თურქეთის საკონსტიტუციო სასამართლოს გენერალური მდივნის მოადგილესთან, თურქეთის სახელმწიფო საბჭოს გენერალურ მდივანთან, თურქეთში საქართველოს ელჩთან. შეხვედრების ფარგლებში, მხარეებმა ერთმანეთს საკუთარი ქვეყნების გამოცდილებები გაუზიარეს და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ იმსჯელეს. საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის დირექტორი ოფიციალური ვიზიტით თურქეთში დელეგაციასთან ერთად იმყოფებოდა", - ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)