|
2023-11-09 15:34:44, 667 ნახვა
საზოგადოება
შოვის სტიქიით დაზარალებულთა მხარდასაჭერად „თიბისი“ USAID-თან თანამშრომლობს
3 აგვისტოს, კურორტ შოვში სტიქიური უბედურების შედეგად წარმოქმნილი გამოწვევების დასაძლევად და დაზარალებულთა დასახმარებლად, USAID-ის ძლიერი სოფლის პროგრამამ, „თიბისისთან“ პარტნიორობით, ჩაატარა საგრანტო კონკურსი ონის მუნიციპალიტეტის გლოლას თემში, მიკრო და მცირე საწარმოების ხელშესაწყობად. „თიბისი“ საგრანტო პროექტების საერთო ღირებულების 20%-ს (55 000 ლარი) დააფინანსებს. აღნიშნული თანხა გადაირიცხება, „თიბისი ბანკში“ შოვის სტიქიით დაზარალებულთა მხარდასაჭერად, შექმნილი საქველმოქმედო ანგარიშიდან. შოვის სტიქიური უბედურების შემდეგ, აღნიშნულ საქველმოქმედო ანგარიშზე, 700 000-მდე ლარი შეგროვდა. აქედან 500 000 ლარი „თიბისიმ“ ჩარიცხა, 200 000 ლარი კი, ინდივიდუალური პირების, ორგანიზაციებისა და კომპანიების დონაციებია. საგრანტო კონკურსში მონაწილეობა მიიღეს სოფელ გლოლაში მოქმედი ისეთი ტიპის ბიზნესების წარმომადგენლებმა, როგორებიცაა სასტუმროები, საოჯახო სასტუმროები და განთავსების სერვისის მიმწოდებლები, კვების ობიექტები, ტურისტული სერვისების მიმწოდებლები, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის და სურსათის მწარმოებლები.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)