23:05 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-08 19:02:26, 932 ნახვა

მსოფლიო
ზელენსკი - ომის დროსაც კი ვასრულებთ სიტყვას - ჩვენი სახელმწიფო ევროკავშირში უნდა იყოს, უკრაინელები ამას იმსახურებენ

დღეს უკრაინისა და მთელი ევროპის ისტორიამ სწორი ნაბიჯი გადადგა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

ზელენსკის თქმით, ყველა სირთულის მიუხედავად, უკრაინა წინ მიდის და დეკემბერში ევროპული საბჭოს პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ელოდება.

"ჩვენი სახელმწიფო ევროკავშირში უნდა იყოს. უკრაინელები ამას იმსახურებენ. სრულმასშტაბური ომის დროსაც კი ვასრულებთ ჩვენს სიტყვას, ვავითარებთ სახელმწიფო ინსტიტუტებს. ჩვენ ვიღებთ ყველა საჭირო გადაწყვეტილებას", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, ევროკომისიამ გასცა რეკომენდაცია, რომ რიგი პირობების გათვალისწინების შემთხვევაში უკრაინასთან და მოლდოვასთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები დაიწყოს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
ევროკავშირმა სანქციები დააწესა ოთხი ორგანიზაციისა და სამი ისრაელელი „ექსტრემისტი მკვიდრის“ წინააღმდეგ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics