|
2023-11-08 14:38:03, 745 ნახვა
საზოგადოება
ხელოვნური ნაძვის ხის შერჩევის კრიტერიუმები
ხელოვნური ნაძვი ბუნებრივი ხის მსგავსი სტრუქტურაა, თუმცა ის არ საჭიროებს წყალს, არ ტოვებს ნამსხვრევებს, არ იწვევს ალერგიულ რეაქციას და მრავალი წლის განმავლობაში გამოიყენება. იმისთვის, რომ ხელოვნურმა ნაძვმა თქვენი სახლი დაამშვენოს და სადღესასწაულო განწყობა შექმნას, სწორი პროდუქტის შერჩევა მნიშვნელოვანია. აღსანიშნავია, რომ მოდელების მრავალფეროვანი არჩევანი უამრავ მომხმარებელს აბნევს, ამიტომ წარმოგიდგენთ იმ ძირითად კრიტერიუმებს, რომელიც ხელოვნური ნაძვის ხის შერჩევაში დაგეხმარებათ. ტიპი თავდაპირველად აუცილებელია შეარჩიოთ პროდუქციის სასურველი ტიპი. ხელოვნური ნაძვის ხის ორი ძირითადი სახეობა არსებობს:
სიმაღლე ხელოვნური ნაძვის ხის არჩევისას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კრიტერიუმია ხის სიმაღლე. 90 სანტიმეტრზე დაბალი პროდუქტები იმ ადამიანებისთვისაა განკუთვნილი, ვისაც სახლში სადღესასწაულო ხისთვის ბევრი თავისუფალი ადგილი არ აქვთ. ექსპერტების აზრით, ჭეშმარიტი სადღესასწაულო განწყობის შესაქმნელად 120-180 სანტიმეტრის სიმაღლის ნაძვის ხის დადგმაა რეკომენდებული. ის განკუთვნილია მრავალშვილიანი ოჯახებისთვის და ასეთი ხის ეფექტურად განსათავსებლად გაცილებით მეტი სივრცეა საჭირო. უსაფრთხოება ყველა მაღალი ხარისხის ხელოვნური ნაძვის ხე სპეციალური ნივთიერებებით მუშავდება, რომელიც აალებას ხელს უშლის. ამრიგად, თანამედროვე ნაძვის გაფორმება ყოველგვარი შიშის გარეშე შესაძლებელია. ფერი ხელოვნურის ნაძვის ხეები ბუნებრივის მსგავსია. მომხმარებლებს შეუძლიათ შეარჩიონ ღია მწვანე, მუქი მწვანე, თეთრი ან გარდამავალი ლურჯი ფერები. ფერის შერჩევა მყიდველის გემოვნებაზეა დამოკიდებული. ამასთან გასათვალისწინებელია ინტერიერის დიზაინი, რომელსაც ხე ჰარმონიულად უნდა შეერწყას. დეკორი თანამედროვე ხელოვნური ნაძვის ხე ხშირად მორთულ მდგომარეობაში იყიდება. ასეთი მოდელები შესაფერისია მათთვის, ვისაც ყოველწლიურად ნაძვის მორთვაზე დროის დახარჯვა არ სურს. თუმცა არიან ოჯახები, რომელთათვისაც ნაძვის ხის მორთვა მთავარი რიტუალია, ამიტომ ისინი ნაძვის ხის გალამაზებას საკუთარი გემოვნებით ამჯობინებენ. როგორ შევიძინოთ ნაძვის ხე ონლაინ? მცირე დროში, სახლიდან გაუსვლელად, ხელოვნური ნაძვის ხის შეძენას ლილოშოპზე შეძლებთ. საქართველოს ყველაზე დიდ ონლაინ პლატფორმაზე საახალწლო პროდუქციის ფართო ასორტიმენტია წარმოდგენილი. ნაძვის ხეების მრავალფეროვანი არჩევანი ყველა ტიპის გემოვნებაზეა გათვლილი. პროდუქციის ფასები 11 ლარიდან იწყება და ხის მოცულობისა გათვალისწინებით 3200 ლარამდე მერყეობს. რაც მთავარია, თბილისის მასშტაბით, უფასო მიწოდების სერვისი მოქმედებს, ამიტომ ლილოშოპზე ნაძვის ხის შეძენა განსაკუთრებით გაგიმარტივდებათ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)