|
2023-11-07 01:03:52, 1463 ნახვა
ომი უკრაინაში
128-ე ბრიგადის მეთაური თანამდებობიდან გადააყენეს, რა გახდა ტრაგედიის მიზეზი ფრონტის ხაზზე
უკრაინის 128-ე ცალკეული მოიერიშე ბრიგადის პირადი შემადგენლობის თავშეყრის ადგილის დაბომბვის გამო უკრაინის უმაღლესი მთავარსარდლობის წარმომადგენლობით სხდომაზე, ტრაგედიის დეტალების გარკვევისას ცნობილი გახდა, რომ ბრიგადის მეთაურმა პირადი შემადგენლობის მოწყობა ბრძანა, რათა სახელობითი დაჯილდოება ჩაეტარებინა, თავად კი ცერემონიალზე არ გამოცხადდა. ხაზზე მოწყობილი სამხედროები მას ნახევარ საათზე მეტხანს ელოდნენ, რა დროსაც მტრის დრონმა კოორდინატების კორექტირება მოახდინა, მონაცემები საარტილერიო ნაწილს გადასცა და თავშეყრის ადგილი დაიბომბა, რის შედეგადაც 19 ადამიანი დაიღუპა, ათეულობით კი - დაიჭრა. წარმომადგენლობითმა სხდომამ დღეს მიიღო გადაწყვეტილება ბრიგადის მეთაურის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ, მომხდართან დაკავშირებით კი გამოძიება გრძელდება. 3 ნოემბერს რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაიღუპა 128-ე ცალკეული სამთო თავდასხმის ტრანსკარპატების ბრიგადის 19 ჯარისკაცი, ნათქვამია უკრაინის ქვედანაყოფის განცხადებაში. ბრიგადის განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ შემთხვევის გარემოებები ზუსტდება. როგორც ადრე გახდა ცნობილი, უკრაინელი სამხედროები შეიკრიბნენ და დაჯილდოების ცერემონიალზე განლაგდნენ ზაპოროჟიეს რაიონის სოფელ ფრონტზე, სარაკეტო ძალებისა და არტილერიის დღის აღსანიშნავად - ამ დროს დასახლებაზე რუსეთის საოკუპაციო არმიამ მიიტანა დარტყმა. დაღუპულთა რიცხვი მანამდე ოფიციალურად არ იყო ცნობილი. უკრაინის შეიარაღებული ძალების სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრმა მხოლოდ მიუთითა, რომ თავდასხმა განხორციელდა ისკანდერ-მ რაკეტით, „რის შედეგადაც დაიღუპა სამხედრო მოსამსახურეები და დაშავდნენ ადგილობრივი მოსახლეობაც სხვადასხვა ხარისხის სიმძიმით“. რუსი სამხედრო ბლოგერები ადრე წერდნენ, რომ თავდასხმა განხორციელდა სოფელ დიმიტროვოზე, რომელიც მდებარეობს ფრონტის ხაზიდან დაახლოებით 20 კილომეტრში. მათი ვერსიით, დაახლოებით 50 ჯარისკაცი შეიძლებოდა დაღუპულიყო.
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)