|
2023-11-06 12:00:53, 1515 ნახვა
რეგიონი
კასპის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება გრძელდება
კასპის მუნიციპალიტეტის სოფლებში, ზემო ხანდაკი-ხოვლეს ადგილობრივი მნიშვნელობის გზიდან სოფელ კალოუბანთან მისასვლელი გზის მონაკვეთზე ასფალტის მეორე ფენის დაგების სამუშაოები მიმდინარეობს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. კასპის მერიის ცნობით, ასფალტის საფარის დაგების პარალელურად მიმდინარეობს გზის სხვადასხვა უბანზე საფუძვლის მომზადება, ასევე ეზოში შესასვლელებისა და სანიაღვრე არხების რკინის ცხაურებით მოწყობა. „აღნიშნულ სამუშაოებს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე, საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილი და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ილია ქამხაძე ადგილზე გაეცნენ. სოფლის ბოლომდე მისასვლელ 1 500 გრძივ მეტრ გზაზე, რომელზეც აქამდე ასფალტი არასდროს ყოფილა, ასფალტის ორ ფენიანი საფარი დაიგება და მოსახლეობა კეთილმოწყობილი საგზაო ინფრასტრუქტურით ისარგებლებს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)