|
2023-11-03 15:27:36, 1271 ნახვა
რეგიონი
სოფელ დანდალოს საჯარო სკოლაში დავით ავალიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ დანდალოს საჯარო სკოლაში დავით ავალიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ქედის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, დავით ავალიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი შეჯიბრი სკოლებს შორის ფრენბურთში გაიმართა, რომელშიც მუნიციპალიტეტის 5 საჯარო სკოლა ღებულობდა მონაწილეობას. "პირველობა კვლავ არავის დაუთმო დანდალოს საჯარო სკოლის გუნდმა და დაძაბულ თამაშში დიდი ანგარიშით გაიმარჯვა. საპრიზო ადგილზე გასული გუნდები თასითა და სიგელებით დასაჩუქრდნენ. ღონისძიებას მუნიციპალიტეტის მერი როლანდ ბერიძე, ქედის რესურსცენტრის უფროსი დურმიშხან შავიშვილი, ა(ა)იპ ქედის სასპორტო სკოლის ხელმძღვანელი მანუჩარ ჯიჯავაძე და დანდალოს ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელი ანზორ გოგიაშვილი ესწრებოდა. დავით ავალიანი სოფელ დანდალოს საჯარო სკოლაში მრავალი წლის განმავლობაში სპორტის მასწავლებელი იყო, რომელმაც სკოლას არაერთი ჯილდო და წარმატება მოუტანა",- ნათქვამია ქედის მერიის ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)