|
2023-11-03 10:23:55, 665 ნახვა
ეკონომიკა
თბილისმა ღვინით ვაჭრობის მსოფლიო ჯგუფის (WWTG) წლიურ შეხვედრას უმასპინძლა
თბილისმა ღვინით ვაჭრობის მსოფლიო ჯგუფის (WWTG) წლიურ შეხვედრას უმასპინძლა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, ღვინით ვაჭრობის მსოფლიო ჯგუფის (WWTG) წლიური შეხვედრა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ გახსნა; ღონისძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა და ასოციაციის „ქართული ღვინო“ აღმასრულებელი დირექტორი თინა კეზელი ესწრებოდნენ. „საქართველო 2023 წელს ღვინით ვაჭრობის მსოფლიო ჯგუფის (WWTG) თავმჯდომარე ქვეყანაა. შესაბამისად, თბილისში ვუმასპინძლეთ აღნიშნული ჯგუფის წევრ ქვეყნებს, ასევე, ორგანიზაციის დამკვირვებელი ქვეყნების, დიდი ბრიტანეთისა და მოლდოვას წარმომადგენლებს. ჯგუფის ორდღიანი მუშაობის ფარგლებში, გაიმართა მსჯელობა სხვადასხვა სავაჭრო ბარიერებზე და იმ გზებზე, თუ როგორ შეიძლება გავუადვილოთ ღვინის მწარმოებლებს საერთაშორისო ვაჭრობა, მათ შორის ისეთ ბაზრებზე, როგორიცაა აშშ, კანადა, დიდი ბრიტანეთი და სხვა. თბილისში გამართული WWTG-ის შეხვედრა პროდუქტიული იყო; შესაბამისად, გადაიდგმება ნაბიჯები, რათა კიდევ უფრო მეტი ქართული ღვინო გაიყიდოს სტრატეგიულ ბაზრებზე“, - აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის მარტში, ბრიუსელში გამართულ ღვინით ვაჭრობის მსოფლიო ჯგუფის (WWTG) შეხვედრაზე, აღნიშნული ორგანიზაციის თავმჯდომარეობა საქართველოს, ერთი წლის ვადით, ამერიკის შეერთებული შტატებიდან გადმოეცა. თავმჯდომარეობის უფლებამოსილების განხორციელებას საქართველო მიმდინარე წლის 1 მაისიდან შეუდგა. WWTG-ის წევრები, საქართველოსთან ერთად, აშშ, არგენტინა, ავსტრალია, კანადა, ჩილე, ახალი ზელანდია, სამხრეთ აფრიკა და ურუგვაი არიან. თბილისში გამართული წლიური შეხვედრის ფარგლებში, მონაწილეებმა განიხილეს მსოფლიო ღვინის ინდუსტრიის არსებული მდგომარეობა, ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) რეზოლუციები, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციასთან (WTO) კოორდინაციის, WWTG-ის წევრ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებისა და ის სხვა საკითხები, რომლებიც დაკავშირებულია ქვეყნებს შორის ღვინით ვაჭრობის გამარტივებასთან. WWTG-ის წლიური შეხვედრის ფარგლებში, გაიმართა ღვინის ტური ქართლის რეგიონში. შეხვედრის მონაწილეები ეწვივნენ ღვინის კომპანიებს „შატო მუხრანი“ და „იაგოს ღვინო“, ასევე ძალისის ნაქალაქარს. WWTG-ის თავმჯდომარეობის პერიოდში ორგანიზაციის საქმიანობის მთავარი კოორდინატორი ღვინის ეროვნული სააგენტოა.
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)