00:08 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-02 13:23:49, 745 ნახვა

ეკონომიკა
სოლომონ პავლიაშვილი მსოფლიო ბანკის ანგარიშის განხილვას დაესწრო

​მსოფლიო ბანკმა, საქართველოში მწვანე გარდაქმნის მხარდასაჭერად, ახალი ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც ბოლოდროინდელ პროგრესსა და იმ გამოწვევებზეა საუბარი, რომელიც მწვანე ეკონომიკაზე გადასვლის პროცესში არაერთ ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოშიც არსებობს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ანგარიშის განხილვას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი დაესწრო და პანელურ დისკუსიაში „გამოწვევები, შესაძლებლობები და რეფორმების პრიორიტეტები მწვანე ბიზნესის მხარდასაჭერად საქართველოში“ მიიღო მონაწილეობა.

„ეკონომიკური ზრდის მისაღწევად, მწვანე ეკონომიკის მოდელზე გადასასვლელად და სათბური აირების ემისიების შესამცირებლად ქვეყანა არაერთ რეფორმას ახორციელებს. რეფორმების განხორციელების პროცესში, რა თქმა უნდა, არსებობს გამოწვევები, რაც, ვფიქრობ, ბუნებრივია სიახლეების დანერგვისას. ჩვენი ქვეყანა ენერგოეფექტურობასა და ეკონომიკის მწვანე მოდელზე გადასვლასთან დაკავშირებული სხვადასხვა რეგულაციის შემუშავებისა და ევროპულ სტანდარტებთან მიახლოების მნიშვნელოვან ეტაპზეა. აღნიშნული რეგულაციების პრაქტიკაში სრულყოფილად და სწორად ამოქმედებისთვის, საჭიროა სახელმწიფოს, კერძო სექტორისა და საზოგადოების ერთობლივი მუშაობა. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, პარტნიორ უწყებებთან ერთად, ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობს რეფორმებისა თუ საკანონმდებლო ცვლილებების ეფექტიანად გატარება-დანერგვის და წარმოშობილი გამოწვევების გადასაჭრელად“, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.

ანგარიშის განხილვას ესწრებოდნენ სახელმწიფო უწყებების შესაბამისი სამსახურების, კერძო სექტორისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics