|
2023-11-02 11:43:15, 649 ნახვა
საზოგადოება
ვახტანგ გომელაურმა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო თათბირი გამართა
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო თათბირი გამართა. შეხვედრას საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ვაჟა სირაძე, მისი მოადგილეები და ამავე დეპარტამენტის თბილისისა და რეგიონების მთავარი სამმართველოების უფროსები ესწრებოდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, სამუშაო თათბირზე აღინიშნა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო განაგრძობს პოლიციელებისთვის, როგორც სოციალური, ისე სამუშაო პირობების გაუმჯობესებას და საპოლიციო ინფრასტრუქტურის განახლებას. "მხარეებმა ისაუბრეს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მიმართულებით გადადგმულ საკანონმდებლო ცვლილებებსა და მისი აღსრულების კუთხით მიღებულ შედეგებზე. თათბირზე ვახტანგ გომელაურმა, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირებისგან ასევე მოისმინა ავტოსაგზაო შემთხვევებისა და დანაშაულის სტატისტიკის ანგარიში. შინაგან საქმეთა მინისტრს, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მიმართულებით არსებულ ვითარებაზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. ვახტანგ გომელაურმა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლებს სამუშაო პროცესთან დაკავშირებით შესაბამისი დავალებები მისცა და შესრულებული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა. სამუშაო თათბირის დასრულების შემდეგ, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, რეგიონების მთავარი სამმართველოების ხელმძღვანელ პირებს საპატრულო პოლიციის ახალი ავტომობილები გადასცა",- ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)