|
2023-11-01 12:00:43, 570 ნახვა
საზოგადოება
მერია თბილისის ნაგავსაყრელი პოლიგონისთვის ალტერნატიული ადგილის მოძიებას იწყებს
დიდი ლილოს მუნიციპალური ნარჩენების პოლიგონზე დაგეგმილი უმნიშვნელოვანესი პროექტების განხორციელების პარალელურად, მუნიციპალიტეტის მერია თბილისის ნაგავსაყრელისთვის ალტერნატიული ადგილის მოძიებას იწყებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. უწყების ცნობით, ამ მიზნით საერთაშორისო გამოცდილების მქონე ექსპერტების მოძიება თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თავის მოადგილეს, ანდრია ბასილაიას დაავალა. „გასულ კვირას ვისაუბრე დიდი ლილოს მუნიციპალური ნარჩენების პოლიგონზე დაგეგმილ უმნიშვნელოვანეს პროექტებზე, რომელიც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ხელშეწყობით, აქტიურ ფაზაში გადავიდა. კიდევ ერთხელ მინდა განვაცხადო, რომ ამ პროექტების განხორციელებით ეს ნაგავსაყრელი სრულად მოწესრიგდება. ის მდგომარეობა, რაც დღეს გვაქვს ნაგავსაყრელზე, მიუღებელია. ასევე, მიუღებელია მისი ამ ფორმით შენარჩუნება. შესაბამისად, ყველა იმ პროექტის განხორციელება, რომელზეც ვსაუბრობდი, მნიშვნელოვანია. მინდა, მადლობა გადავუხადო EBRD-ს თანამშრომლობისთვის, მათი ექსპერტების ჩართულობითა და მონაწილეობით განხორციელდება აღნიშნული პროექტი, რომელიც რამდენიმე ეტაპისგან შედგება, თუმცა ამის მიუხედავად, მივიღეთ გადაწყვეტილება, დავიწყოთ თბილისის ნაგავსაყრელი პოლიგონისთვის ალტერნატიული ადგილის მოძიება. მინდა დავავალო ჩემს მოადგილეს, ანდრია ბასილაიას, მოიძიოთ საერთაშორისო გამოცდილების მქონე ექსპერტები, რომლებიც დაგვეხმარებიან შესაბამისი ტერიტორიის შერჩევაში და ჩაატარებენ ყველა საჭირო პირველად კვლევას“, - განაცხადა კალაძემ. ამასთან, თბილისის მერის თქმით, ნაგავსაყრელებთან მიმართებაში ევროპის განვითარებულ ქვეყნებსაც იგივე პრობლემები ჰქონდათ, რაც დღეს თბილისშია, თუმცა დროთა განმავლობაში განხორციელდა თანამედროვე პროექტები, რომლებმაც ვითარება სრულად შეცვალა. შესაბამისად, როგორც კახა კალაძემ განაცხადა, თბილისი აღნიშნულ გამოცდილებას გაიზიარებს და დედაქალაქს თანამედროვე სტანდარტების, მოწესრიგებული ნაგავსაყრელი ექნება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)