23:37 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-01 09:37:51, 663 ნახვა

მსოფლიო
ბოლივია ისრაელთან დიპლომატიურ ურთიერთობას წყვეტს, კოლუმბიამ და ჩილემ კი, ელჩები გაიწვიეს

ბოლივია ისრაელთან დიპლომატიურ კავშირებს წყვეტს. ამის შესახებ ბოლივიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ფრედი მამანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მამანი განმარტავს, ქვეყანამ გადაწყვეტილება ისრაელის მიერ ღაზაზე „აგრესიული და არაპროპორციული თავდასხმების" გამო მიიღო.

ისრაელს პროტესტს უცხადებენ ასევე კოლუმბია და ჩილე, რომელთა ლიდერებმაც ქვეყნიდან თავიანთი ელჩები გაიწვიეს.

X-ზე [ყოფილ Twitter-ზე] გამოქვეყნებულ განცხადებაში ჩილეს პრეზიდენტმა, გაბრიელ ბორიკ ფონტსმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა ისრაელის მიერ „საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის მიუღებელ დარღვევას მტკიცედ გმობს“.

X-ზე გამოაქვეყნა განცხადება კოლუმბიის პრეზიდენტმა, გუსტავო პეტრომაც.  

„თუ ისრაელი არ შეწყვეტს პალესტინელი ხალხის ხოცვა-ჟლეტას, ჩვენ იქ ვერ ვიქნებით“,- დაწერა პეტრომ სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ 7 ოქტომბერს, ღაზას სექტორიდან ისრაელის სამხრეთით მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო იერიში წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ისლამისტურმა დაჯგუფება "ჰამასმა" აიღო და ისრაელის წინააღმდეგ ოპერაციის "ალ-აკსას წარღვნა" დაწყების შესახებ განაცხადა. იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ ოპერაცია, სახელწოდებით "რკინის ხმლები" დაიწყო.

8 ოქტომბერს, ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტმა საომარი მდგომარეობა ოფიციალურად გამოაცხადა. 9 ოქტომბერს, ქვეყნის თავდაცვის ძალებმა (IDF) გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ისრაელმა ღაზას საზღვართან მდებარე ყველა ქალაქზე კონტროლი დაიბრუნა. იმავე დღეს, ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა ღაზას სრული ბლოკირების ბრძანება გასცა. 11 ოქტომბერს, IDF-მ ღაზას გარშემო ბარიერი აღადგინა და აღნიშნულ ტერიტორიაზე დამატებით 300 000 რეზერვისტი გაგზავნა. თავდაცვის ძალების ცნობით, ღაზაში ამჟამად სახმელეთო ოპერაცია მიმდინარეობს და მისი ეტაპობრივად გაფართოება იგეგმება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics