23:36 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-31 18:16:44, 698 ნახვა

მსოფლიო
ღაზას სექტორში „ჰამასთან“ სასტიკი სახმელეთო ბრძოლები მიმდინარეობს

ისრაელის შეუარაღებული ძალების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ღაზას სექტორში „ჰამასთან“ ​ სასტიკი სახმელეთო ბრძოლები მიმდინარეობს.

ისრაელის არმიამ ასევე განაცხადა, რომ „ათობით ბოევიკი“ მოკლეს. ადგილობრივი მედია ამტკიცებს, რომ ისრაელის არმია ჩრდილოეთ და სამხრეთ ღაზას შორის გზის გაჭრას ცდილობს. ჯარი ასევე მუშაობს იორდანიის დასავლეთ სანაპიროზე, სადაც დააკავეს 38 ადგილობრივი მცხოვრები, მათ შორის ჰამასის 8 წევრი. არმიამ აღნიშნა, რომ დაკავებულებს იარაღი და ასაფეთქებელი ნივთიერებები აღმოაჩნდათ.

IDF ტანკები მიიწევენ წინ, რამდენიმე ფრონტზე, ქალაქ ღაზას ჩრდილო-დასავლეთით და სამხრეთით.ინფორმაციას არაბული წყაროები ავრცელებენ.

 კომუნიკაციების პრობლემების გამო, ბოლო 24 საათია, სექტორში მიმდინარე სამხედრო ოპერატიულ ინფორმაციას, მხოლოდ ცაჰალი ავრცელებს და ისიც დროში დაგვიანებით.

პალესტინის ჯანდაცვის სამინისტრომ დღეს განაცხადა, რომ ღაზას სექტორში 7 ოქტომბრის შემდეგ დაიღუპა 8525 ადამიანი, მათ შორის 3542 ბავშვი.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics