|
2023-10-30 20:03:12, 586 ნახვა
საზოგადოება
სტომატოლოგიური მომსახურების მიმწოდებელთათვის ახალი სტანდარტები წესდება
მთავრობის სხდომაზე განვიხილეთ სტომატოლოგიური კლინიკების სანებართვო სისტემაზე გადაყვანა და ის ახალი სტანდარტები, რასაც დაწესებულებები უნდა აკმაყოფილებდნენ, რადგან, სამწუხაროდ, ხშირად იყო შემთხვევები, როდესაც აქედან, სხვადასხვა ინფექციები, მათ შორის C ჰეპატიტი ვრცელდებოდა, - განაცხადა სტომატოლოგიური დაწესებულებებისათვის განსაზღვრული ახალი სტანდარტების შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა. როგორც მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ზურაბ აზარაშვილმა აღნიშნა, ცვლილების მიზანი თითოეული პაციენტის უსაფრთხოების დაცვა და თანამედროვე სტანდარტების, მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფაა. "თუ არსებული კანონმდებლობით, სტომატოლოგიური დაწესებულების გახსნა და საქმიანობა მხოლოდ შეტყობინების საფუძველზე იყო შესაძლებელი, ახალი წესით, რეგულირების სააგენტოს ეგზავნება შეტყობინება, მაქსიმუმ, 2 თვის განმავლობაში, შემოწმების შემდეგ, ყველა სავალდებულო სტანდარტის დაკმაყოფილების შემთხვევაში, გაიცემა დადებითი დასკვნა, რაც კლინიკას საქმიანობის დაწყების უფლებას მისცემს. გარდა ამისა, სტომატოლოგიური დაწესებულებებისთვის განახლდა, დაზუსტდა და უფრო დეტალურად გაიწერა ინფექციის პრევენციის, კონტროლის, სტერილიზაცია-დეზინფექციისა და სამედიცინო ნარჩენების მართვის აუცილებელი კრიტერიუმები. ცვლილებების მიხედვით, მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია, ჰქონდეს გადაუდებელი მდგომარეობების (მათ შორის − ალერგიული რეაქციებისა) მართვისთვის საჭირო პირველადი დახმარების მედიკამენტებისა და სამედიცინო საგნების აუცილებელი მარაგი. ახალი სტანდარტები შეეხება პროფესიულ განვითარებასაც - სტომატოლოგიური დაწესებულება ვალდებული ხდება, უზრუნველყოს ექიმთა უწყვეტი სამედიცინო განათლება და პერსონალის პროფესიული საქმიანობისთვის საჭირო ტრენინგები. ასევე - თანამშრომელთა პროფილაქტიკური იმუნიზაცია B ჰეპატიტზე და სკრინინგი C ჰეპატიტზე, ექვს თვეში ერთხელ. ცვლილებებით განსაზღვრული მოთხოვნები, არსებული დაწესებულებებისთვის, სავალდებულო 2024 წლის იანვრიდან იქნება. ახალი მიმწოდებლები კი მხოლოდ ამ სტანდარტების დაკმაყოფილების შემთხვევაში შეძლებენ საქმიანობის დაწყებას".
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)