|
2023-10-30 16:29:15, 572 ნახვა
საზოგადოება
მერია - 9 ძმა ხერხეულიძის ქუჩაზე ავტომობილების გადაადგილება დროებით შეიზღუდება
9 ძმა ხერხეულიძის ქუჩაზე დაგეგმილი საგზაო სამუშაოების გამო, რომელიც 31 ოქტომბრიდან 5 დეკემბრის ჩათვლით იწარმოებს, ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. უწყების ცნობით, შეზღუდვა შეეხება 9 ძმა ხერხეულიძის მოედნიდან 9 ძმა ხერხეულიძის, სამურზაყანოსა და სალხინოს ქუჩების კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთს. „სამუშაოების პერიოდში ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ 9 ძმა ხერხეულიძის მოედნიდან ცხრა ძმა ხერხეულიძის, სამურზაყანოსა და სალხინოს ქუჩების კვეთამდე, ხოლო 9 ძმა ხერხეულიძის, სამურზაყანოსა და სალხინოს ქუჩების კვეთიდან ავტოსატრანსპორტო საშუალებები 9 ძმა ხერხეულიძის მოედნის მიმართულებით გადაადგილებას შეძლებენ 9 ძმა ხერხეულიძის მეორე შესახვევის, პეტრე მამრაძის ხევის, აფხაზეთის ქუჩისა და სამურზაყანოს ქუჩის გამოყენებით. რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, N368 ავტობუსი 9 ძმა ხერხეულიძის ქუჩიდან სალხინოს ქუჩის გავლის ნაცვლად, მოძრაობას გააგრძელებს აბაშის ქუჩის მიმართულებით, ხოლო ლებარდეს, დავით გივიშვილის, სენაკის, ასხინის და ცაიშის ქუჩების გავლით დაუკავშირდება სალხინოს ქუჩას. ბოლო გაჩერებად განისაზღვრება ცხრა ძმის ქ. N147. უკუმიმართულებით მოძრაობისას, ავტობუსი 9 ძმის ქ. N147-დან სალხინოს, თეკლათის, ლებარდეს და აბაშის ქუჩების გავლით დაუკავშირდება 9 ძმა ხერხეულიძის ქუჩას და იმოძრავებს დადგენილი სქემით სადგურის მოედნისკენ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)