|
2023-10-27 12:17:11, 574 ნახვა
საზოგადოება
ალექსანდრე დარახველიძემ შსს-ს აკადემიაში სახალხო დამცველს უმასპინძლა
შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიას სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი მოადგილეებთან ერთად ეწვია. ომბუდსმენსა და მის თანმხლებ პირებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ, შსს-ს აკადემიის რექტორთან, ზურაბ ზუბადალაშვილთან და აკადემიის სხვა წარმომადგენლებთან ერთად უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილესთან და აკადემიის ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრის შემდეგ, სახალხო დამცველი და მისი კოლეგები, აკადემიის საქმიანობის შესახებ პრეზენტაციას დაესწრნენ და სწავლების ძირითად მიმართულებებს გაეცნენ. "შეხვედრის ფარგლებში, ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენლებისთვის გაცნობითი ტური მოეწყო. სახალხო დამცველმა, მოადგილეებთან ერთად, აკადემიის ადმინისტრაციულ შენობაში განთავსებული სასწავლო აუდიტორიები, იმიტირებული სასამართლო დარბაზი, საგამოცდო და სიმულაციური სწავლების სივრცეები დაათვალიერა, ასევე, მოინახულა იმიტირებული სასაზღვრო გამტარი პუნქტი და ვირტუალური ტირი. გაცნობითი ხასიათის შეხვედრის დასასრულს, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, აკადემიის ხელმძღვანელმა პირებმა და ომბუდსმენმა, ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით, აკადემიასა და სახალხო დამცველის აპარატს შორის მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელების მზაობა გამოთქვეს",- ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)