|
2023-10-27 10:34:46, 563 ნახვა
მსოფლიო
პენტაგონი - ახლო აღმოსავლეთში თავდაცვის გასაძლიერებლად კიდევ 900 ამერიკელი ჯარისკაცი ჩავა
კიდევ 900 ამერიკელი ჯარისკაცი ახლო აღმოსავლეთში ჩავა, რათა გააძლიეროს ამერიკელი პერსონალის საჰაერო თავდაცვა ირანთან დაკავშირებული ჯგუფების თავდასხმების ზრდის ფონზე. აღნიშნულის შესახებ განცხადებას პენტაგონი ავრცელებს. პენტაგონის სპიკერის, ბრიგადის გენერალის, პატრიკ რაიდერის განცხადებით, გასული კვირის განმავლობაში ისრაელ-"ჰამასის" ომის გამო დაძაბულობის მატებასთან ერთად, აშშ-სა და კოალიციის ჯარებს ერაყში 12-ჯერ და სირიაში 4-ჯერ დაესხნენ თავს . "გასულ კვირას აშშ-ისა და კოალიციის ჯარებს, სულ მცირე, 12-ჯერ დაესხნენ თავს ერაყში და 4-ჯერ სირიაში", - განაცხადა რაიდერმა. მისი თქმით, 21 ამერიკელმა სამხედრომ მსუბუქი დაზიანებები მიიღო. „მე არ ვაპირებ, რომ უფრო კონკრეტული ინფორმაცია მოგაწოდოთ კონკრეტულ ჯგუფებთან დაკავშირებით, რომლებმაც აიღეს პასუხისმგებლობა აშშ-ის პერსონალზე თავდასხმაზე, გარდა იმისა, რომ ვიტყვი, ვიცით, რომ ეს ჯგუფები დაკავშირებულნი არიან ირანთან“, - დასძინა რაიდერმა. ცნობისთვის, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ერაყსა და სირიაში აშშ-ის სამხედრო ბაზებზე თავდასხმის საპასუხოდ, სირიაში ირანთან დაკავშირებულ ორ ობიექტზე იერიში მიიტანა. აღნიშნულ ინფორმაციას ადასტურებენ პენტაგონშიც. პენტაგონის ინფორმაციით, იერიში აღმოსავლეთ სირიაში მდებარე იმ ორ ბაზაზე განხორციელდა, რომლებსაც ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსი და მასთან დაკავშირებული ჯგუფები იყენებდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)