|
2023-10-26 22:03:43, 608 ნახვა
ეკონომიკა
ალექსანდრე ხვთისიაშვილი - „აბრეშუმის გზის ფორუმი“ გვაძლევს შესაძლებლობას, მის მონაწილეებს ვაჩვენოთ, რა რეფორმებს ვახორციელებთ საქართველოში
„აბრეშუმის გზის ფორუმის" ისტორია რეალურად 2014 წლიდან დაიწყო, როდესაც საქართველოს მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა გაეროში განაცხადა, რომ საქართველო აპირებს ძველი ისტორიული აბრეშუმის გზის აღდგენას და ხელშეწყობას. ამას მოყვა რიგი ფორუმებისა 2015, 2017 და 2019 წლებში და წელს ეს მასშტაბური ღონისძიება მეოთხედ ჩავატარეთ, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილმა, რომელმაც მონაწილეობა მიიღო თბილისის "აბრეშუმის ფორუმის" მუშაობაში. მინისტრის მოადგილის თქმით, ფორუმის მიმართ მონაწილეთა ასეთი დიდი კონცენტრაცია, მეტყველებს სხვადასხვა ქვეყნის განსაკუთრებულ ინტერესზე ჩვენი რეგიონის და კონკრეტულად ჩვენი ქვეყნის მიმართ. „ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ ახლა ფართო რეგიონსა და მსოფლიოში არ არის მშვიდი პერიოდი, ამ ვითარებაში კი თბილისის ფორუმის მიმართ ასეთი დიდი ინტერესი მეტყველებს იმას, რომ ჩვენი ქვეყნისა და რეგიონის მიმართ არის განსაკუთრებული ყურადღება მიპყრობილი. ფორუმზე გაჟღერებული მესიჯებიდან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის წარმატებულად ჩავატარეთ. აბრეშუმის გზის ფორუმი გვაძლევს შესაძლებლობას, მის მონაწილეებს ვაჩვენოთ, რა რეფორმებს ვახორციელებთ საქართველოში, რა შედეგები მივიღეთ უახლოეს პერიოდში და რას ვგეგმათ მომავალში. ასევე ვაჩვენოთ ჩვენი თანამშრომლობის ხარისხი რეგიონის ქვეყნებთან და რა ნაბიჯებს ვდგამთ, სავაჭრო - ეკონომიკური ურთიერთობების გასაღრმავებლად", - განაცხადა ალექსანდრე ხვთისიაშვილმა.
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)