|
2023-10-26 14:57:10, 589 ნახვა
საზოგადოება
აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებმა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ბაზები დაათვალიერეს
აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომლები და სამინისტროს პროგრამის „საგანმანათლებლო და სამეცნიერო პრაქტიკის დანერგვა“ სტუდენტები სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონსტრაციო ბაზას ესტუმრნენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ავრცელებს. უწყების ცნობით, სტუმრებმა ქართული ვაზის კოლექცია დაათვალიერეს და იშვიათი ვაზისგან დაყენებული ღვინოები დააგემოვნეს. „სამეცნიერო-კვლევით ცენტრთან წლებია წარმატებით ვთანამშრომლობთ და მუდმივად გვეძლევა შესაძლებლობა, სტაჟიორებს გავაცნოთ ცენტრის სადემონსტრაციო და ლაბორატორიული ბაზები, რომლებიც საუკეთესო ინფრასტრუქტურას წარმოადგენს. ჩვენი სტუდენტებისთვის და კურსდამთავრებულებისთვის, მსგავსი ტურები ხორციელდება სოფლის მეურნეობის დარგში, ქვეყანაში არსებული წარმატებული დაწესებულებების და მეურნეობების საქმიანობის გაცნობის, გამოცდილების გაზიარების და მათი კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით“, - აღნიშნა აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის სამინისტროს აგრარული განვითარების დეპარტამენტის, სოფლის მეურნეობის განყოფილების უფროსმა, ჯიმშერ დიასამიძემ. ამავე აგროტურის ფარგლებში, წილკანში ნიადაგის ნაყოფიერების კვლევის ლაბორატორიის და მცენარეთა მიკროკლონური (IN VITRO) გამრავლებისა და უვირუსო სარგავი მასალის კვლევის სამსახურის ლაბორატორიის უფროსები, აგრარული და საბუნებისმეტყველო მიმართულების სტუდენტებს შეხვდნენ, სადაც ლაბორატორიის მუშაობა და მიმდინარე კვლევები გააცნეს. ახალგაზრდა კადრების დაინტერესების, მოზიდვის, თანამედროვე სამეცნიერო მიღწევების და ტექნოლოგიების გაცნობა/გაზიარების და აგრარულ სფეროში მათი ჩართვის მიზნით, ცენტრის ბაზებზე რეგულარულად მიმდინარეობს სპეციალისტებთან, ასევე სტუდენტებთან შეხვედრები და ტრენინგები.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)