|
2023-10-26 14:24:20, 551 ნახვა
ეკონომიკა
სოსო ფხაკაძე - დარწმუნებული ვარ, ბიზნესი კარგად გამოიყენებს „აბრეშუმის გზის ფორუმის“ პლატფორმას, ახალ კომუნიკაციებს
"საქართველოს ბიზნეს ასოციაცია" აქტიური მხარდამჭერია და სპონსორია „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის". ასეთი ტიპის მასშტაბური ღონისძიება, საკომუნიკაციო პლატფორმა ყოველთვის ექცევა მსხვილი საერთაშორისო საინვესტიციო ჯგუფებისა და კომპანიების ყურადღების ცენტრში. საქართველოს უნიკალური გეოგრაფიული მდებარეობა აქვს და ჩვენ შეგვიძლია მნიშვნელოვანი ფუნქცია შევასრულოთ ტრანსკონტინენტური სავაჭრო ურთიერთობების განვითარების საქმეში, ამ ფუნქციას ჩვენი ქვეყანა ასრულებს, მაგრამ უფრო ეფექტურად შესასრულებლად საჭიროა გლობალური სურათის შეხედვით გავითავისოთ ჩვენი როლი, რა არის ჩვენი ფუნქცია ამ ნაწილში, ამ ტიპის პლატფორმა ამის საშუალებას იძლევა,- ამის შესახებ „საქართველოს ბიზნეს ასოციაციის" პრეზიდენტი, ბიზნესმენი სოსო ფხაკაძე აცხადებს. „საქართველოს ბიზნეს ასოციაციის" პრეზიდენტის თქმით, წლევანდელი „აბრეშუმის გზის ფორუმი" წინა ფორუმებისგან მასშტაბურობით გამოირჩევა - ძალიან ბევრი ქვეყანაა წარმოდგენილი, ამ პროცესში ინტეგრირებულები არიან როგორც ქართული, ასევე უცხოური კომპანიები. „საბოლოო ჯამში ნებისმიერი პროექტი დასრულებამდე კერძო სექტორს მიჰყავს, ამ კუთხით სახელმწიფოს როლი ძალიან მნიშვნელოვანია სტრატეგიული პროექტების ნაწილში. ბოლო წლებში ძალიან ბევრი ახალი კომპანია შეიქმნა, ეს ყველაფერი ეკონომიკური ზრდის ტემპში, დასაქმების ზრდაში აისახა, ახლა ბევრად მეტი ადამიანია დასაქმებული ვიდრე წლების წინ",- აღნიშნავს სოსო ფხაკაძე. „საქართველოს ბიზნეს ასოციაციის" პრეზიდენტის განცხადებით, ფორუმი ხელს უწყობს ინვესტიციების მოზიდვას და ახალი ურთიერთობების დამყარებას. „ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ასეთი ტიპის ურთიერთობები ახალ საშუალებებს იძლევა, ხსნის ახალ ფანჯარას როგორც ქვეყნისათვის, ასევე ბიზნესისთვის. ამის შემდეგ იწყება ახალი ურთიერთობები კომპანიებს შორის, რაც გადაითარგმნება ინვესტიციებში, ახალი ინვესტიციები კი ახალი სამუშაო ადგილები და ბიზნესის შემდგომი განვითარებაა. დარწმუნებული ვარ ბიზნესი კარგად გამოიყენებს ამ ახალ პლატფორმას, ახალ კომუნიკაციებს",- განაცხადა სოსო ფხაკაძემ. „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი" პირველად 2015 წელს ჩატარდა, წელს ის მეოთხედ იმართება. წლევანდელ ფორუმში მონაწილეობს 60-მდე ქვეყნის 2000-ზე მეტი დელეგატი, სხვადასხვა ქვეყნების სამთავრობო უწყებების უმაღლესი თანამდებობის პირები, საერთაშორისო, საფინანსო და დონორი ორგანიზაციების, პროფესიული ასოციაციებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)