01:52 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-26 13:17:59, 570 ნახვა

საზოგადოება
დევნილთა სააგენტოში საექსპერტო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოში დროებითი საექსპერტო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, სააგენტოს დირექტორმა, ზურაბ უტიაშვილმა შეხვედრის მონაწილეებს დევნილთა გრძელვადიანი განსახლების მიმართულებით მიმდინარე სამუშაოები და სამომავლო გეგმები გააცნო.

"შეხვედრაზე განიხილეს საცხოვრებელი ფართების განაწილების მექანიზმების კიდევ უფრო დახვეწის საკითხიც.

საექსპერტო ჯგუფის შემადგენლობაში სახალხო დამცველის აპარატისა და იმ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები შედიან, რომლებიც იძულებით გადაადგილებულ პირებთან დაკავშირებულ საკითხებზე მუშაობენ",- ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics