00:18 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-25 20:24:39, 661 ნახვა

მსოფლიო
სტოლტენბერგი - ნატოს მოკავშირეების დასაცავად იარაღის წარმოებაში არაეთიკური არაფერია

ნატოს მოკავშირეების დასაცავად იარაღის წარმოებაში არაეთიკური არაფერია, - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივნმა, იენს სტოლტენბერგმა შვედეთში, ნატოს ინდუსტრიის ფორუმზე განაცხადა.

სტოლტენბერგის თქმით, ინდუსტრიის ლიდერები ნატოს პრიორიტეტებთან შესაბამისობაში უნდა მოვიდნენ.

"ზოგიერთ ინვესტორს მცდარი აზრი აქვს, რომ თავდაცვის ინდუსტრია რაღაცნაირად არაეთიკურია. მაგრამ არაფერია არაეთიკური იარაღის წარმოებაში ნატოს მოკავშირეების დასაცავად. ჩვენი თავისუფლების დაცვაში არაეთიკური არაფერია, არაფერია არაეთიკური, დავეხმაროთ უკრაინელ ჯარისკაცებს საკუთარი ქვეყნის დაცვაში. მართლაც, მრეწველობის გარეშე თავდაცვა, შეკავება და უსაფრთხოება არ არსებობს. ამიტომ მე რეალურად ძალიან მადლობელი ვარ იმისთვის, რასაც თქვენ აკეთებთ, ყოველდღე, როგორც თავდაცვის ინდუსტრია. ამიტომ მთავრობებს, ერებსა და თავდაცვის ინდუსტრიას შორის ურთიერთობა ყოველთვის მნიშვნელოვანია", - განაცხადა სტოლტენბერგმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics