|
2023-10-25 11:55:05, 548 ნახვა
საზოგადოება
თამარ გაბუნია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული კომიტეტის 73-ე სესიაზე სიტყვით გამოვიდა
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული კომიტეტის 73-ე სესიაში მიიღო მონაწილეობა. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ღონისძიების მიზანია, 2020-2025 წლების პროგრამის „საერთო ძალისხმევა ევროპაში უკეთესი ჯანმრთელობისკენ“ იმპლემენტაციის შეფასება, ასევე მდგრადი განვითარების მიზნების 2030 წლის გეგმის განხილვა. სესიაზე, სიტყვით გამოვიდა ჯანდაცვის მინისტრი პირველი მოადგილე. მისი განცხადებით, დღეს, საქართველოს ჯანდაცვის სტრატეგია ორიენტირებულია ჯანდაცვის უსაფრთხოების დღის წესრიგის გაძლიერებაზე, პირველადი ჯანდაცვის რეფორმის ხელშეწყობაზე, ასევე საზოგადოებრივი ჯანდაცვის ლაბორატორიებისა და ჯანდაცვის კადრების შესაძლებლობის ზრდაზე. როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამამ, დაარსებიდან 10 წლის თავზე, საქართველოს მოსახლეობის 95%-ზე მეტი მოიცვა, რასაც მოჰყვა ჯანდაცვის სისტემაში, ჯიბიდან გადახდების არსებითი შემცირება და დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის, ტუბერკულოზის, აივ და ვირუსული ჰეპატიტების მკურნალობის კლინიკური შედეგების გაუმჯობესება. „ბოლო ორი წლის განმავლობაში, მთავრობამ, მნიშვნელოვნად გაზარდა დაფინანსება, რათა მიაღწიოს მომსახურების სრულ და ყოვლისმომცველ დაფარვას იმ ადამიანებისთვის, ვისაც ესაჭიროება სარეაბილიტაციო სერვისები, ასევე - ონკოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტებისთვის. მნიშვნელოვანი ინვესტიციები განხორციელდა ქრონიკული დაავადებებისა და კიბოს სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების გასაუმჯობესებლად. ასევე, მნიშვნელოვანი ინიციატივები ხორციელდება წინა ხაზზე მყოფი პროვაიდერების მოტივაციის გასაუმჯობესებლად და კომპეტენციის ზრდისთვის, პაციენტების მოვლის ხარისხისა გაუმჯობესების მიზნით“,- განაცხადა თამარ გაბუნიამ, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული კომიტეტის 73-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას. სესიას, ასევე, ესწრებოდა ჯანდაცვის სამინისტროს სტრატეგიული განვითარებისა და ანალიტიკის დეპარტამენტის უფროსი ლელა სულაბერიძე.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)