|
2023-10-24 16:34:00, 919 ნახვა
მსოფლიო
შოლცი - ისრაელის მხარდაჭერა უკრაინის დახმარებაზე გავლენას არ მოახდენს
ისრაელის მხარდაჭერა უკრაინის დახმარებაზე გავლენას არ მოახდენს, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა. შოლცის თქმით, "დიდი სიმპათიითა და შეშფოთებით" აკვირდება ისრაელსა და ახლო აღმოსავლეთში 7 ოქტომბრის შემდგომ განვითარებულ მოვლენებს. "ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას ფინანსურად, ჰუმანიტარული დახმარებით და ასევე იარაღით. ისრაელის მხარდაჭერა უკრაინის დახმარებაზე გავლენას არ მოახდენს. 7 ოქტომბრის საშინელი დილის საათებიდან ჩვენ დიდი სიმპათიითა და შეშფოთებით ვაკვირდებით ისრაელსა და ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებს“, - განაცხადა შოლცმა. შეგახსენებთ, რომ 17 ოქტომბერს გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ისრალში ჩავიდა, სადაც ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს, პრეზიდენტს, ისააკ ჰერცოგსა და სხვა ოფიციალურ პირებს შეხვდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)