02:04 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-24 10:45:03, 724 ნახვა

საზოგადოება
ბაზისბანკი კიბერუსაფრთხოების საერთაშორისო კამპანიას უერთდება

ბაზისბანკი, მესამე წელია, საქართველოს ეროვნული ბანკის და ფინანსური განათლების პორტალი ფინედუს ინიციატივით გამართულ კიბერუსაფრთხოების ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო კამპანიას უერთდება.

კიბერუსაფრთხოების ცნობიერების ამაღლების თვე, მსოფლიო მასშტაბით, ოქტომბერში აღინიშნება. წელს კამპანიის სლოგანია - დაფიქრდი, სანამ გახსნი #იყავიჰაკერზეჭკვიანი.

ტექნოლოგიების განვითარება სწრაფს და ეფექტიანს ხდის ფინანსური თუ სხვა მომსახურებების მიღებას, თუმცა, შესაბამისად იზრდება რისკებიც. ყოველწლიურად ჩდება კიბერთავდასხმებისა და თაღლითობების ახალი მეთოდები, რომელთა თავიდან არიდება და იდენტიფიცირება მხოლოდ ცნობიერების ამაღლების გზით შეიძლება. 

კიბერ და ფინანსური უსაფრთხოების საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ფინანსური სექტორის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა და არაერთი პროექტი განახორციელა. წელს დაგეგმილია საინფორმაციო კამპანია, რომლის დროსაც საზოგადოებას საშუალება ექნება გაეცნოს სხვადასხვა სტატიას, ბლოგსა თუ ვიდეომასალას ისეთ თემებზე, როგორიცაა: სოციალური ინჟინერია და მისი სახეები, კიბერკრიმინალების ამოცნობისა და მათგან თავდაცვის მექანიზმები, კიბერუსაფრთხოება ბიზნესებისთვის.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics