|
2023-10-23 19:46:37, 858 ნახვა
მსოფლიო
ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი იერუსალიმში ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდა
ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი მარკ რუტე იერუსალიმში ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდა. შეხვედრისას ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ მიმდინარე მოვლენები ცივილიზაციის ბრძოლაა ბარბაროსობის წინააღმდეგ. "ჰამასი" არის ისლამური სახელმწიფო და როგორც მსოფლიო გაერთიანებულია ისლამური სახელმწიფოს დასამარცხებლად, მსოფლიო უნდა გაერთიანდეს "ჰამასის" წინააღმდეგ. ვიცი, გესმით, რომ ეს არის კაცობრიობის ბრძოლა ბარბაროსობის წინააღმდეგ. მე გამოვიარე ომები, საშინელებები ვნახე, თუმცა ასეთი საშინელი რამ არასდროს მინახავს. ეს ჩვენი საერთო ცივილიზაციის ბრძოლაა", - განაცხადა ნეთანიაჰუმ. ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა კი აღნიშნა, რომ პატივს სცემს, როგორ ცდილობს ისრაელი, თავიდან აიცილოს თავდასხმა და აღადგინოს ისრაელის უსაფრთხოება. "მე პატივს ვცემ იმას, რასაც აკეთებს თქვენი გუნდი, ცდილობს თავიდან აიცილოს ეს თავდასხმა და აღადგინოს ისრაელის უსაფრთხოება. ამ თავდასხმის შედეგად დაახლოებით 1 400 ადამიანი დაიღუპა და ეს საშინელებაა. ეს საშინელებაა. ჩვენ ვაპირებთ ვიმსჯელოთ იმაზე, თუ როგორ წავიდეთ წინ", - განაცხადა რუტემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)