00:30 - 29 May, 2026
|
2023-10-21 15:15:24, 910 ნახვა
მსოფლიო
CPJ - ისრაელისა და „ჰამასის“ შეტაკებებს, სულ მცირე, 22 ჟურნალისტი ემსხვერპლა
ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის (CPJ) ინფორმაციით, ისრაელისა და "ჰამასის" შეტაკებებს, სულ მცირე, 22 ჟურნალისტი ემსხვერპლა. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, 22 დაღუპული ჟურნალისტიდან 18 პალესტინელი, 3 ისრაელელი და ერთი ლიბანელი იყო. CPJ-ის ცნობითვე, დაშავდა 8, ხოლო დაკარგულად მიიჩნევა 3 ჟურნალისტი. "CPJ ხაზს უსვამს, რომ ჟურნალისტები არიან მშვიდობიანი მოქალაქეები, რომლებიც მნიშვნელოვან საქმეს ასრულებენ კრიზისის დროს და არ უნდა იყვნენ მეომარი მხარეების სამიზნე", - განაცხადა ორგანიზაციის ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის პროგრამის კოორდინატორმა, შერიფ მანსურმა. ამასთან, როგორც CPJ-ში ამბობენ, ორგანიზაციის წევრები ჟურნალისტებზე განხორციელებული მუქარისა და ოფისებისა თუ სახლების დაზიანების შემთხვევებსაც იძიებენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)