|
2023-10-20 22:31:24, 866 ნახვა
მსოფლიო
CNN - „ჰამასმა“ ორი ამერიკელი მძევალი, დედა და შვილი გაათავისუფლა
"ჰამასმა" 2 ამერიკელი მძევალი - დედა-შვილი გაათავისუფლა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. წყაროს ინფორმაციით, რომელიც მოლაპარაკებების პროცესს იცნობს, ორივე მძევალი წითელ ჯვარს გადასცეს. იმავე წყაროს თქმით, ისინი "ჰუმანიტარული მიზნით" გაათავისუფლეს, რადგან დედას ჯანმრთელობის რთული მდგომარეობა აქვს. "კატარის ძალისხმევის საპასუხოდ, ალ-კასამის ბრიგადებმა გაათავისუფლეს ორი ამერიკელი მოქალაქე (დედა და მისი ქალიშვილი) ჰუმანიტარული მიზეზების გამო და რათა ამერიკელ ხალხს და მსოფლიოს დაუმტკიცონ, რომ ბაიდენისა და მისი ფაშისტური ადმინისტრაციის პრეტენზიები მცდარი და უსაფუძვლოა", - განაცხადა "ჰამასის" პრესსპიკერმა, აბუ ობაიდამ. ცნობისთვის, 7 ოქტომბერს ისრაელზე თავდასხმის შემდეგ ჰამასის მებრძოლებმა მძევლები აიყვანეს და ღაზის ტერიტორიაზე გადაიყვანეს. ბოლო მონაცემებით, მძევლად 200-250 ადამიანია აყვანილი,
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)