02:15 - 29 May, 2026
|
2023-10-20 12:44:37, 827 ნახვა
საზოგადოება
პოლონეთში საქართველოს მოქალაქე 500 000 ზლოტის ქურდობის ბრალდებით დააკავეს [ვიდეო]
პოლონეთში 500 000 ზლოტის ქურდობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას პოლონეთის პოლიცია ავრცელებს. პოლიციის ცნობით, საქართველოს მოქალაქეს აღკვეთის ღონისძიებად სამთვიანი პატიმრობა უკვე შეეფარდა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში კი, მას 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. "გამოძიების ინფორმაციით, მიმდინარე წლის მარტში, 41 წლის კატოვიცელი ქალი ბანკიდან დიდი თანხის აღების შემდეგ, სახლში მანქანით ბრუნდებოდა. ავტომობილის მართვისას მან შეამჩნია, რომ საბურავი დაშვებული იყო, რის გამოც, მოძრაობა შეწყვიტა. შემოწმებისას აღმოაჩინა, რომ ვიღაცამ ორი საბურავი გაუხვრიტა. მანქანაში დაბრუნებულ ქალს ფულით სავსე ჩანთა ადგილზე აღარ დახვდა",- აცხადებენ პოლონეთის პოლიციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)