|
2015-02-10 18:09:38, 642 ნახვა
საზოგადოება
აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ ხულოს მუნიციპალიტეტში 2015 წლის პროგრამების პრეზენტაცია გამართა
აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ნუგზარ სურმანიძემ, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა მარო ჩხაიძემ და დასაქმების სააგენტოს დირექტორმა კობა ნაკაიძემ ხულოს მუნიციპალიტეტში 2015 წლის პროგრამები წარადგინეს. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამების პრეზენტაციას სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლები, პირველადი ჯანდაცვის ცენტრების ექიმები, თემის რწმუნებულები, მუნიციპალიტეტების გამგეობების ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის ხელმძღვანელები ესწრებოდნენ. უწყების ცნობით, მათ დეტალური ინფორმაცია მიეწოდათ მოქმედი პროგრამების, მოსარგებლეებისა და დაფინანსების წესის შესახებ. შეხვედრის მონაწილეებს ასევე პროგრამების შესახებ დამზადებული საინფორმაციო მასალები დაურიგდათ. ცნობისთვის, შეხვედრის მიზანი სამინისტროს პროგრამების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა. 2015 წელს სამინისტრო ჯანმრთელობის დაცვის 7 და სოციალური დაცვის 10 პროგრამას ახორციელებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)