|
2023-10-20 10:05:15, 808 ნახვა
მსოფლიო
რიში სუნაკი დღეს ეგვიპტეში ჩავა
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი დღეს ეგვიპტეში ჩავა, რათა კოლეგებთან ისრაელსა და ღაზაში არსებული ვითარება განიხილოს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ოფისის ცნობით, ეგვიპტეში ვიზიტისას, სუნაკი რეგიონული ესკალაციის თავიდან აცილების აუცილებლობას განიხილავს. „რიში სუნაკი განიხილავს რეგიონული ესკალაციის და მშვიდობიანი მოსახლეობის შემდგომი დანაკარგის თავიდან აცილების აუცილებლობას“, - აცხადებენ ბრიტანეთის პრემიერის ოფისში. ცნობისთვის, მანამდე დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინც მოჰამედ ბინ-სალმანს შეხვდა და საუდის არაბეთს ახლო აღმოსავლეთში სტაბილურობის ხელშეწყობისკენ მოუწოდა. ამასთან, გუშინ, 19 ოქტომბერს რიში სუნაკი ისრაელს ეწვია და ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და პრეზიდენტ ისააკ ჰერცოგს შეხვდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)