|
2023-10-19 23:19:04, 886 ნახვა
საზოგადოება
PHR - სექსუალური შევიწროების ბრალდების გამო, ქალთა საფეხბურთო კლუბ „მართვეს“ ყოფილ მწვრთნელს UEFA-მ ლიცენზია შეუჩერა
სექსუალური შევიწროების ბრალდების გამო, UEFA-მ ქალთა საფეხბურთო კლუბის, "მართვეს" ყოფილ მწვრთნელს, პაატა დოგრაშვილს სამწვრთნელო ლიცენზია გაუუქმა, - ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ორგანიზაცია "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" (PHR) ავრცელებს. ორგანიზაციის ცნობით, ფედერაციამ გადაწყვეტილება გუნდის ფეხბურთელების მიერ სამართლებრივი ბრძოლის საფუძველზე მიიღო. "საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენელმა გვაცნობა, რომ ქალთა საფეხბურთო კლუბი "მართვეს" ყოფილ მწვრთნელს, პაატა დოგრაშვილს, UEFA-ს მითითების შესაბამისად მწვრთნელის ლიცენზია გაუუქმდა. ფედერაციამ ეს გადაწყვეტილება ფეხბურთელი ქალების მიერ დაწყებული სამართლებრივი ბრძოლის საფუძველზე მიიღო, რომელთაც სასამართლოში PHR-ის ადვოკატები წარმოადგენდნენ. PHR-ი ელის ფედერაციისგან სიახლეს ქალთა საფეხბურთო კლუბ "ნიკეს" მწვრთნელის - გივი კვარაცხელიას ლიცენზიის გაუქმების შესახებ. აღნიშნული მწვრთნელის მიერ ჩადენილი სექსუალური შევიწროება სასამართლოს ორმა ინსტანციამ დაადასტურა - ფეხბურთელი ქალების ბრძოლისა და PHR-ის სამართლებრივი დახმარების შედეგად", - წერს ორგანიზაცია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)