|
2023-10-19 16:57:23, 905 ნახვა
მსოფლიო
ევროპარლამენტმა მაჰსა ამინის სახაროვის პრემია მიანიჭა
ევროპარლამენტმა შარშან ირანში მოკლულ მაჰსა ამინისა და მოძრაობას "ქალი, სიცოცხლე, თავისუფლება" ადამიანის უფლებების სფეროში ევროკავშირის უმაღლესი ჯილდო, სახაროვის პრემია მიანიჭა. პრემიის ლაურეატი ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ სტრასბურგში მიმდინარე პლენარულ სხდომაზე გამოაცხადა. „16 სექტემბერს ერთ წელი გავიდა ირანში ჯინა მაჰსა ამინის მკვლელობიდან. ევროპარლამენტი ამაყად დგას იმ მამაცი და შეუპოვარი ადამიანების გვერდით, რომლებიც განაგრძობენ ირანში თანასწორობისთვის, ღირსებისა და თავისუფლებისთვის ბრძოლას. ჩვენ მათ გვერდით ვდგავართ, ვინც ციხიდანაც კი განაგრძობს „ქალების, სიცოცხლის და თავისუფლების“ მხარდაჭერას. აზრის თავისუფლებისთვის სახაროვის სახელობის პრიზის ლაურეატებად მათი არჩევით ევროპარლამენტს ახსოვს მათი ბრძოლა და პატივს მიაგებს ყველას, ვინ თავისუფლებისთვის უმაღლესი საფასური გადაიხადა“, - განაცხადა მეცოლამ. შეგახსენებთ, რომ გასული წლის 16 სექტემბერს ირანში 22 წლის გოგონა, მაჰსა ამინი თეირანში მორალის პოლიციამ ჰიჯაბის არასწორად ტარებისთვის დააკავა. ამინი რამდენიმე დღის შემდეგ გარდაიცვალა. პოლიციის მტკიცებით, გოგონა ცუდად გახდა, რის გამოც ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მალევე გარდაიცვალა. ამასთან, ახლობლების თქმით, გარდაცვალების მიზეზი სასტიკი მოპყრობა და ცემა გახდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)