00:52 - 29 May, 2026
|
2023-10-19 15:15:46, 614 ნახვა
მსოფლიო
რიში სუნაკი იერუსალიმში ისააკ ჰერცოგს შეხვდა
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი იერუსალიმში ისრაელის პრეზიდენტს, ისააკ ჰერცოგს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ოფისზე დაყრდნობით ავრცელებს. სუნაკმა ისრაელში ტერორიზმის შედეგად დაღუპული ადამიანების გამო მწუხარება გამოთქვა. მანვე ჰერცოგს უთხრა, რომ დიდი ბრიტანეთი ისრაელის სოლიდარულია და ცნობს მის უფლებას, დაიცვას თავი საერთაშორისო სამართლის გათვალისწინებით. შეგახსენებთ, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი ისრაელში დღეს, 19 ოქტომბერს ჩავიდა. როგორც ცნობილია, ამის პარალელურად, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიმს კლევერლი აღმოსავლურ ტურნეს მართავს, რომლის ფარგლებშიც, ისრაელის საკითხზე ეგვიპტეში, თურქეთსა და კატარში ოფიციალურ პირებს ხვდება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)