|
2023-10-18 04:13:08, 674 ნახვა
მსოფლიო
ერდოღანი - მოვუწოდებ მთელ კაცობრიობას, მიიღოს ზომები ღაზაში ამ უპრეცედენტო სისასტიკის შესაჩერებლად
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა პირდაპირ დაადანაშაულა ისრაელი ღაზას სექტორში საავადმყოფოზე თავდასხმაში. „შეტევა საავადმყოფოზე, სადაც ქალები, ბავშვები და უდანაშაულო მშვიდობიანი მოქალაქეები იყვნენ, არის ისრაელის თავდასხმების უახლესი მაგალითი, რომელიც მოკლებულია უმთავრეს ადამიანურ ღირებულებებს. მოვუწოდებ მთელ კაცობრიობას, მიიღოს ზომები ღაზაში ამ უპრეცედენტო სისასტიკის შესაჩერებლად“, - წერს ერდოღანი სოციალურ ქსელში. ამასთან, ცაჰალი აცხადებს, რომ ოპერატიული სისტემების ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ განხორციელდა მტრის სარაკეტო იერიში ისრაელის მიმართულებით, რომელიც დაეცა საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე. დაზვერვის ინფორმაციით, რამდენიმე წყაროდან, რომელიც ჩვენ გვაქვს, ამ წარუმატებელ სროლაზე, პასუხისმგებელია ორგანიზაცია ისლამური ჯიჰადი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)