00:54 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-18 04:07:19, 731 ნახვა

მსოფლიო
მუსლიმური სამყარო ანტიისრაელურ აქციებზე გამოდის

ღაზაში საავადმყოფოზე თავდასხმის შემდეგ პროტესტი დაიწყო იორდანიაში, ტუნისში, თურქეთში, სირიაში, ირანსა და ლიბანში. - ამის შესახებ ალ ჯაზირა იუწყება.

საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ღაზას საავადმყოფოს დაბომბვაში ისრაელს ადანაშაულებს.

: "საუდის არაბეთის სამეფო უმკაცრესად გმობს ისრაელის საოკუპაციო ძალების მიერ ღაზაში ბაპტისტური საავადმყოფოს დაბომბვით ჩადენილ საშინელ დანაშაულს, რამაც გამოიწვია ასობით მშვიდობიანი მოქალაქის, მათ შორის ბავშვების, დაშავება და  დაღუპვა.” -წერია განცხადებაში.

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ჰაკან ფიდანი, აცხადებს, რომ ბარბაროსულ აქტში ისრაელია დამნაშავე.

”ჩვენ ღრმად შეშფოთებულები ვართ ღაზაში საავადმყოფოზე თავდასხმის გამო და მკაცრად ვგმობთ ამ ბარბაროსულ თავდასხმას.”- აცხადებს საგარეო უწყების ხელმძღვანელი.

ღაზას საავადმყოფოზე რაკეტის ჩამოვარდნის შემდეგ, ერდოღანმა მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას შეწყვიტოს "უპრეცედენტო სისასტიკე" პალესტინის ანკლავში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics