|
2023-10-18 03:53:25, 657 ნახვა
მსოფლიო
ნეთანიაჰუ - ისინი, ვინც დაუნდობლად ხოცავენ ჩვენს შვილებს, საკუთარ ბავშვებსაც კლავენ
ისრაელის პრემიერმინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ ღაზის სექტორში საავადმყოფოზე სარაკეტო დარტყმას გამოეხმაურა და მასზე პასუხისმგებლობა ტერორისტებს დააკისრა. "მთელმა მსოფლიომ იცოდეს: ღაზის ბარბაროსმა ტერორისტებმა დაარტყეს ღაზის საავადმყოფოს, არა ისრაელის თავდაცვის ძალებმა... ისინი, ვინც დაუნდობლად ხოცავენ ჩვენს შვილებს, საკუთარ ბავშვებსაც კლავენ". – თქვა ნეთანიაჰუმ. ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) ცნობით, ღაზას საავადმყოფოში სასიკვდილო აფეთქება ისლამური ჯიჰადის (PIJ) რაკეტამ გამოიწვია. „თავდაცვის ძალების ოპერატიული სისტემების ანალიზის შედეგად განხორციელდა მტრის სარაკეტო სროლა ისრაელის მიმართულებით, რომელმაც საავადმყოფოს მიმდებარედ გაიარა, როდესაც მას მოხვდა... დაზვერვის ინფორმაციით, რომელიც ჩვენ რამდენიმე წყაროსგან მოვიპოვეთ, წარუმატებელ სროლაზე პასუხისმგებელი PIJ-ია (ისლამური ჯიჰადი)" - წერს IDF. ჰამასის მოძრაობის ხელმძღვანელმა საზღვარგარეთ, ხალედ ალ-მაშაალმა , ისლამურ სამყაროს მოუწოდა, მოაწყონ დემონსტრაციები ისრაელის საელჩოებთან ყველა ქვეყანაში, ღაზას სექტორში საავადმყოფოზე თავდასხმის ფონზე.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)