02:25 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-17 17:50:59, 588 ნახვა

საზოგადოება
ბურჭულაძე - დაჭრილ-დაშავებულ სამხედროებზე ზრუნვა სამინისტროს სოციალური პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია

საქართველოს პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატით გამოსვლისას, თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ თავდაცვის სამინისტროს სოციალური პოლიტიკის კიდევ ერთ პრიორიტეტზე, დაჭრილ-დაშავებულ მებრძოლთა ზრუნვასა და მათ მხარდაჭერაზე ისაუბრა.

ბურჭულაძის თქმით, ყოველწლიურად, შპს „რეაბილიტაცია-ადაპტაციის ეროვნულ ცენტრთან“ დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებულია დაშავებული სამხედროების საპროთეზო-ორთოპედიული საჭიროებების დაკმაყოფილება, ასევე გერმანულ კომპანიასთან ერთად ეტაპობრივად განხორციელდება პროთეზების განახლება და მისი საგარანტიო მომსახურება. ასევე, დაჭრილი მებრძოლების მხარდასაჭერად აქტიურად მუშაობს „დაჭრილ მებრძოლთა მხარდაჭერის ფონდი“.

ჯუანშერ ბურჭულაძემ მარო მაყაშვილის სახელობის სარეაბილიტაციო ცენტრის შესაძლებლობების შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის აღჭურვილია თანამედროვე სამედიცინო-სარეაბილიტაციო აპარატურით და ადაპტირებული სივრცეებით. მისი განცხადებით, ცენტრით სარგებლობენ, როგორც ქართველი დაშავებული სამხედროები და მათი ოჯახის წევრები, ასევე დაჭრილი და დაშავებული უკრაინელი მებრძოლების ოჯახის წევრები.

მინისტრის განმარტებით, თავდაცვის უწყება აპირებს სარეაბილიტაციო ცენტრის გაფართოებას და მომავალში 70-მდე დაშავებული სამხედრო მოსამსახურის ოჯახების მიღებას შეძლებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics