|
2023-10-17 13:50:57, 868 ნახვა
რეგიონი
კასპში საქართველოს ვეტერანთა დღე აღინიშნა
დღეს კასპში საქართველოს ვეტერანთა დღე აღინიშნა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. კასპის მერიის ცნობით, ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელმა პირებმა, მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ვეტერანებთან და რიგით მოქალაქეებთან ერთად საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი და დაუმარცხებელი ქართველი გენერლის გიორგი მაზნიაშვილის ბიუსტი გვირგვინებით შეამკეს. „სამშობლოს ერთიანობისთვის დაღუპული მებრძოლების ხსოვნას მათ პატივი კიდევ ერთხელ მიაგეს. 17 ოქტომბერი არის ყველა თაობის ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანთა დღე. ადამიანების, რომლებმაც სამშობლოს ერთიანობისათვის თავდაუზოგავად იბრძოლეს და მათგან ბევრი საკუთარ ოჯახებს ვეღარ დაუბრუნდა. საქართველოში ვეტერანის დღე, 2014 წელს დაარსდა და წელს მეათედ აღინიშნა. კასპის მუნიციპალიტეტის მერია ყველა ვეტერანს ულოცავს დღევანდელ დღეს, უსურვებს ჯანმრთელობას, კეთილდღეობას და მადლობას უხდის ქვეყნის წინაშე გაწეული ღვაწლისთვის“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)