|
2023-10-16 17:41:07, 660 ნახვა
საზოგადოება
მედია - ქობულეთის მეორე საჯარო სკოლაში მასწავლებელმა მოსწავლეზე ფიზიკურად იძალადა
ქობულეთის მეორე საჯარო სკოლაში ქართული ენის მასწავლებელმა მოსწავლეზე ფიზიკურად იძალადა, კერძოდ, მან მოსწავლეს თმაზე მოქაჩა, ფაქტის ამსახველი ვიდეომასალა კი, მოსწავლეებმა სოციალურ ქსელში გაავრცელეს. ამის შესახებ ინფორმაციას TV25 ავრცელებს. სკოლის დირექტორმა, ნანი ცივაძემ გამოცემა "ბათუმელებთან" საუბრისას მომხდარი ფაქტი დაადასტურა და აღნიშნა, რომ მას შემდეგ, რაც სკოლამ მოკვლევა დაიწყო, მასწავლებელმა სკოლა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა. "ორი კვირის წინ იყო ინციდენტი, საგაკვეთილო პროცესში ქართულის გაკვეთილზე მასწავლებელმა თმა მოქაჩა მოსწავლეს და როგორც კი ეს ფაქტი ცნობილი გახდა, დაიწყო დისციპლინური მოკვლევა, მასწავლებელმა მოკვლევის დაწყებისთანავე დაწერა განცხადება და საკუთარი სურვილით წავიდა სკოლიდან", - განუცხადა სკოლის დირექტორმა გამოცემა "ბათუმელებს". TV25-ს მანდატურის სამსახურში უთხრეს, რომ ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე შედგა დარღვევის აღრიცხვის ფურცელი, მოსწავლეს კი ფსიქოსოციალური მომსახურება შესთავაზეს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)